10XSEO.GE აცხადებს ვაკანსიას SEO სპეციალისტის (Middle/Senior დონე) პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: დისტანციური / ოფისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
გამოცდილების დონე: მინიმუმ 3 წელი
ვის ვეძებთ?
- ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ SEO სპეციალისტს, რომელიც შეძლებს SEO პროექტების მენეჯმენტს და რეალური, გაზომვადი შედეგების მიღწევას.
ძირითადი მოთხოვნები:
- SEO პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება – უნდა გქონდეს მინიმუმ 5 წარმატებული პროექტი, სადაც ნაჩვენებია გაზომვადი შედეგები (ორგანული ტრეფიკი, პოზიციების ზრდა, კონვერსიები და ა.შ.).
- სამი წელზე მეტი გამოცდილება SEO-ში.
- SEO-ს მიმართ ინტერესი – გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, მუდმივად ეძებდე სიახლეებს და გქონდეს გაუმჯობესების სურვილი.
- კონკურენტული ხასიათი – მოტივაცია გქონდეს საუკეთესო შედეგების მისაღწევად და ბაზარზე კონკურენციისთვის.
- კომუნიკაციის უნარი – უნდა ასხივებდე დადებით ენერგიას, მოტივაციას და გქონდეს ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება
- სააგენტოში მუშაობის გამოცდილება – გესმოდეს სააგენტოს სპეციფიკა, პროექტების მენეჯმენტი და კლიენტებთან კომუნიკაცია.
რას გთავაზობთ?
- საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროექტებს – იმუშავებ მასშტაბურ და დინამიკურ SEO კამპანიებზე, სადაც რეალური შედეგების მიღწევა შეგიძლია.
- პერსონალურ და პროფესიულ განვითარებას – შესაძლებლობა მუდმივად გაიღრმავო ცოდნა და გაიუმჯობესო უნარები.
- ჰიბრიდულ სამუშაო მოდელს – მოქნილი გარემო, სადაც შეგიძლია იმუშაო როგორც ოფისიდან, ისე დისტანციურად.
- კონკურენტულ ანაზღაურებას – ₾2500-₾4000, რომელიც შენს გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
- მოქნილ საბონუსე სისტემას
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე davitg@10xseo.ge