აუდიტორის ასისტენტი / სტაჟიორი
თარიღები: 19 თებ - 20 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  აუდიტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@intellectaudit.ge
აუდიტორული კომპანია შპს ,,ინტელექტ-აუდიტი“ აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის ასისტენტი, სტაჟიორის  პოზიციაზე. 

  • ძირითადი მოვალეობები:
  • აუდიტის საერთაშორისოდ  აღიარებული სტანდარტების  მიხედვით აუდიტში  მონაწილეობა;
  • აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად  შესრულება; 
  • აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ეკონომიკური/ფინანსური განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office Word, Excel);
  • ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინტერესი ბუღალტერიის / ფინანსების / აუდიტის სფეროში;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • აქტიური, კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე

წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცემათ დაინიშნონ აუდიტორის ასისტენტის პოზიციაზე და ჩაერთონ აუდიტის პროცესში. 
სტაჟირების პერიოდი მოიცავს 3-დან 6 თვემდე ვადას. წარმატებული სტაჟიორი კომპანიაში დასაქმდება აუდიტორის ასისტენტის  თანამდებობაზე.
ანაზღაურება განისაზღვრება თითოეული კანდიდატის შესაძლებლობების, უნარებისა და დაკისრებული ვალდებულებების მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@intellectaudit.ge