უძრავი ქონების სააგენტო "Finders" აცხადებს ვაკანსიას სოც. მედია კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. შესაძლებლობა გაქვთ, შემოუერთდეთ გამოცდილ უძრავი ქონების გაყიდვების გუნდს, სადაც თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა, შესაბამისად დანახული და დაფასებული იქნება. სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი/გარე ლოკაციები ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი + გუნდური ბონუსი სამუშაოს აღწერა: - თქვენი მოვალეობა იქნება, კომპანიის ოფისსა და გარე ლოკაციებზე, შექმნათ ფოტო-ვიდეო ქონთენთი, თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით და განათავსოთ კომპანიის სოც. ქსელებში
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: - კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება (ფოტო/ვიდეო, სოც.მედია პოსტები, ბლოგ კონტენტი) მიმდინარე ტრენდების გათვალისწინებით
- სოციალური მედიის არხების (Facebook/Instagram/TikTok) მართვა და განვითარება;
- ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება სოც. ქსელებისთვის
- Reel/Story - ების გადაღება, მასალის დამუშავება და განთავსება მარკეტინგულ პლატფორმებზე
- ქოფირაითინგი
- ფეისბუქ ჯგუფის შექმნა და მის მუდმივ ზრდაზე მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - აუცილებელია კონტენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- ფოტო-ვიდეო გადაღების უნარები
- სოც. მედიის მართვის გამოცდილება
- ზემოთ ჩამოთვლილ პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია, უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
პერსონალური თვისებები: - პუნქტუალურობა
- შრომის შინაგანი ეთიკა
- გუნდურად მუშაობის უნარი
- კრეატიულობა
ჩვენი უპირატესობები - კომფორტული სამუშაო გარემო
- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება
- ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
გთხოვთ, 3 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: corporate-finders@outlook.com, სათაურში კი მიუთითოთ სამუშოს დასახელება