უძრავი ქონების სააგენტო "Finders" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
შესაძლებლობა გაქვთ, შემოუერთდეთ გამოცდილ გაყიდვების გუნდს, აითვისოთ ახალი პროფესია, ან განავითაროთ თქვენი, უკვე არსებული, უნარები. ჩვენთან თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა, შესაბამისად დანახული და დაფასებული იქნება.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 + ინდივიდუალური ბონუსი + გუნდური ბონუსი
სამუშაოს აღწერა:
თქვენი ძირითადი საქმიანობა სრულად წარიმართება კომპანიის ოფისიდან. სადაც თქვენი მოვალეობა იქნება უძრავი ქონების ბაზის შექმნა, განცხადებების განთავსება შესაბამის პლატფორმებზე, შემოსული ზარების პასუხი, კლიენტისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და დანტერესებული კლიენტისთვის შეხვედრის ჩანიშნვა. ამის შემდეგ, თქვენს არსებულ კლიენტს, საჭირო ინფორმაციასთან ერთად, გადასცემთ უძრავი ქონების აგენტს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილზე შეხვედრას, დაინტერესებულ მომხმარებელთან შემდგომ ურთიერთობის წარმართვას.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- უძრავი ქონების გაყიდვით ან გაქირავებით დაინტერესებულ ადამიანებთან მოლაპარაკება
- გასაყიდი უძრავი ქონების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება.
- უძრავი ქონების ვებ გვერდებსა და სოც. ქსელებში განცხადებების განთავსება
- ბინის შეძენით ან ქირაობით დაინტეერსებულ ადამიანებთან სატელეფონო კომუნიკაცია
- პოტენციური კლიენტებისთვის შეხვედრების ორგანიზება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
პერსონალური თვისებები:
- პუნქტუალურობა
- შრომის შინაგანი ეთიკა
- გუნდურად მუშაობის უნარი
- მომხმარებლის საჭიროების გაგებისა და გააზრების უნარი
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
ჩვენი უპირატესობები
- კომფორტული სამუშაო გარემო
- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება
- სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა
- სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის
- ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
გთხოვთ, 28 თებერვლის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: corporate-finders@outlook.com, სათაურში კი მიუთითოთ სამუშოს დასახელება