“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1200 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ცვლებში 09:00-18:00/13:00-22:00)
- სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა - excel, word, outlook;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კარგი ორგანიზაციული უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
მოვალეობები:
- კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება;
- საიტზე შემოსული შეკვეთების მომზადება გასაგზავნად;
- ფილიალების მომარაგების მომზადება;
- შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემთა ასახვა და ოპერაციების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა https://forms.office.com/e/UK0rLgChEA
ან გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “საწყობის თანამშრომელი”
გისურვებთ წარმატებას!