საწყობის თანამშრომელი
VIP BlueTabla
თარიღები: 19 თებ - 19 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1200
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bluetabla.ge
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს. 
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასის მომსახურებას;
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: 1200 ლარი
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ცვლებში 09:00-18:00/13:00-22:00)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140

მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა - excel, word, outlook;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კარგი ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

მოვალეობები:
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დასაწყობება;
  • საიტზე შემოსული შეკვეთების მომზადება გასაგზავნად;
  • ფილიალების მომარაგების მომზადება;
  • შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემთა ასახვა და ოპერაციების შესრულება;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა https://forms.office.com/e/UK0rLgChEA
ან გამოგვიგზავნეთ  CV  მეილზე career@bluetabla.ge 
 გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ “საწყობის თანამშრომელი”
გისურვებთ წარმატებას!