შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, 1996 წლიდან დღემდე კლინიკის ბაზაზე მრავალი კვალიფიციური სპეციალისტი აღიზარდა და პრაქტიკულ სამედიცინო პროფესიას ეზიარა.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- ამბულატორიის ტერიტორიის დასუფთავება (საერთო სივრცის პერსონალის სამუშაო ადგილების, სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება);
- სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა;
კვალიფიკაცია:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
სხვა უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. 9
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge 2025 წლის 20 მარტამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.