ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური მონაცემების ბაზების დამუშავება;
- ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
- წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება, გადახრების იდენტიფიცირება და შემდგომი გამოკვლევის უზრუნველყოფა;
- ფინანსური აუდიტის პროცესებში ჩართულობა;
- ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) სიღრმისეული ცოდნა;
- უშუალო ხელმძღვანელისგან, მენეჯმენტისგან და სხვა სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა რეპორტების ფორმირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
- ACCA (სასურველია);
- MS Excell-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის შესაძლებლობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
არსებული ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე:
vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფინანსური კონტროლერი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.