ობიექტის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი იოლის სუპერმარკეტების ქსელი
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
შპს „M.a.M” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ობიექტის მენეჯერი

ანაზღაურება- 1000-1300 ლარი
8 საათიანი გრაფიკი, 09:00-18:00
კვირაში ერთი დღე დასვენება
ლოკაცია თბილისი- წინუბანი ლილოს მიმდებარედ, ვარკეთილის მეურნეობა

ძირითადი მოვალეობები :
  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;
  • თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:
  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა
კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ მეილზე human.resource.m.a.m@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995557666428