შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას აირშემდუღებლის პოზიციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/ პროფესიული ტექნიკური განათლება;
- სპეციალური განათლება (შემდუღებლის კურსები) და კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა;
ძირითადი მოვალეობები:
- საშუალო სირთულის დეტალების, კვანძების და კონსტრუქციების ხელით შედუღება;
- მილებისა და დამხშობების ჟანგბადით ჭრა;
- გაზის მეურნეობის ტექნიკური უსაფრთხოების, ტექნიკის საწარმოო სანიტარიის, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
- მომსახურების ცენტრის მენეჯერის ან/და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით (მუხლის და ხრახნული შეერთების გადაკეთება, მრიცხველის გარეთ გატანა, ახალი აბონენტების შეჭრა, გაჟონვის აღმოფხვრა, დავალიანების მქონე აბონენტების ჩაჭრა-აღდგენა, უმრიცხველო განშტოების ჩაჭრა, მოხსენებითი ბარათების, ტელეფონოგრამებისა და შემოსული განცხადებების დროული შესრულება, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების დარღვევით ან/და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოების ქსელიდან ჩახსნა);
- შედუღებითი სამუშაოების ჩატარების დროს მრიცხველის ვიზუალური დათვალიერება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მომსახურების ცენტრის უფროსი ტექნიკოსის ან/და ექსპლუატაციის სამსახურის უფროსის ინფორმირება;
- სამონტაჟო სამუშაოების დასრულებისას ქსელისა და აღრიცხვის კვანძის შემოწმება გაზის გაჟონვაზე;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დოკუმენტაციის სრულყოფილად და დადგენილი წესის შესაბამისად შევსება;
- სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სპეციალური ტანსაცმლის და სამსახურებრივი მოწმობის ტარება;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების ან/და ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- კომპანიის შრომის შინაგანაწესითა და სხვა შიდასამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია სპეციალობით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
- მართვის მოწმობის ასლი;
- ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- მეგობრულ გარემოს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
ანაზღაურება კონკურენტული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge ( ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 18 მარტი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.