იურიდიული კომპანია LBP Law Office აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი იურისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- კომპანიის კლიენტებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
- კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: - განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;
- ადვოკატის ლიცენზია
- ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი
- ორგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - მზარდი ბიზნესი;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@lbp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 მაისი გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.