იურიდიული კომპანია LBP Law Office აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფაში, მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის შედგენაში ქართულ და ინგლისურ ენებზე დახმარება;
- კლიენტების თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევაში მხარდაჭერა;
- კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა; რუსული/გერმანული ენის ცოდნა სასურველი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი
- ორგანიზებული;
- ოპერატიული;
- განვითარებაზე ორიენტირებული
ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მზარდი ბიზნესი;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე info@lbp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 მარტი
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.