კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში მონდომებულ, პოზიტიურ და ენერგიულ რეცეფციონისტს ვეძებთ.
რეცეფციონისტის ძირითადი ფუნქციები იქნება:
- კომპანიის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება (შეხვედრების ოთახების დაჯავშნა, ტაქსის გამოძახება, საოფისე დოკუმენტაციის ბეჭდვა, ასლის გადაღება, დასკანირება და ა.შ.);
- საოფისე შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მარაგების კონტროლი;
- შემოსული კორესპონდენციის ადმინისტრირება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
- შემომავალ ზარებზე პასუხი და მათი გადამისამართება;
- სტუმრების დახვედრა და გადამისამართება და საჭიროების შემთხვევაში, ყავით და ჩაით გამასპინძლება;
- ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიკაცია და მოგვარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
- საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.