მენეჯერი
2xP PRIORITY კომპანია
თარიღები: 17 თებ - 18 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500
განათლება: ბაკალავრი
ენები: ქართული რუსული ინგლისური
მართვის მოწმობა: B
სხვა:  ბიზნეს ადმინისტრირება მარკეტინგი, რეკლამა, PR:  პროექტის მენეჯერი იურიდიული:  უძრავი ქონება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: egurieli6@gmail.com
კომპანია ახცადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

კოპმანიის ძირითადი საქმიანობა: სასაწყობე და საწარმოო ფართების იჯარით გაცემა.
ლოკაცია: თბილისი, თ.ერისთავის ქ. #1 (მეტროსადგურ „დიდუბე“-ს ზედა მხარე)
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ორშაბათი-პარასკევი: 9:00 - 18:00 სთ.
შაბათი: 9:00 - 14:00 სთ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურებას 1500 ლარს
  • ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობას თქვენი კომპეტენციის მიხედვით
  • მეგობრულ გარემოს
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მუშაობა პოტენციური მოიჯარეების მოზიდვის მიზნით (შესაბამისი განცხადებების განთავსება); პოტენციური კლიენტების ზარებზე პასუხი და მათთვის გასაქირავებელი ფართების ჩვენება
  • ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობა და კომუნიკაცია მოიჯარეებთან ნებისმიერ საჭირო საკითხთან დაკავშირებით
  • კომპანიის წარმომადგენლობა სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას
  • სხვადასხვა თემატიკის წერილებისა და სამართლებრივი  დოკუმენტაციის პროექტების შედგენა და კომპანიის იურისტისთვის მათი წარდგენა
  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა და დოკუმენტაციის მოწესრიგების უზრუნველყოფა
  • კომპანიის ხელმძღვანელობის სხვადასხვა დავალებების შესრულება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (პრიორიტეტია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი მაღალ დონეზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა
  • რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება
 
პიროვნული თვისებები და უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ენერგიულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა
  • დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: egurieli6@gmail.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!