ლოჯისტიკის უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აეროსტრუქტურების ტექნოლოგიები
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა

სს ,,აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.


სამუშაოს აღწერა:

  • სატრანსპორტო კომპანიებთან მუშაობა ადგილობრივ / საერთაშორისო გადაზიდვებზე;
  • შეკვეთების დამუშავება - მიღება, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო მიმართულებით და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
  • სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
  • ტვირთის გადაადგილების კონტროლი;
  • საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა / სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის;
  • ახალი პოტენციური პარტნიორების / კონტრაქტორი ორგანიზაციების მოძიება ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულებით;
  • სასურველია იმპორტ-ექსპორტისა და საბაჟო კანონმდებლობის ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • რეპორტების მომზადება
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • MS Office (განსაკუთრებით ექსელის) ცოდნა
  • სასურველია ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: Vacancy@atccomposite.com რეზიუმეში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება.