სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ბიზნეს სესხების განყოფილებაში მიკრო სესხების უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2
დამატებითი ბენეფიტები:
- სასიამოვნო სამუშაო გარემო;
- განვითარების შესაძლებლობა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- ფინანსური მონაცემების შეგროვება-დამუშავება და ანალიზი;
- საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა;
- პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი;
- პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა;
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მიკრო სესხების ოფიცრის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა)
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@silkbank.ge
წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „მიკრო სესხების უფროსი ოფიცერი“, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 მარტი