მინი-მიკრო ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის უფროსი
თარიღები: 14 თებ - 13 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  ბიზნეს დაკრედიტება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@silkbank.ge
ჩვენ ვართ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ბანკი და მისწრაფება გვაქვს, რომ ვიყოთ თანამედროვე და ინოვაციური. ჩვენი მიზანია შევქმნათ უნიკალური სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს, გახდე განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის ნაწილი!

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.თბილისში ბიზნეს სესხების განყოფილებაში მინი-მიკრო ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
  • მინი-მიკროს სეგმენტის კლიენტების მოზიდვა და მათი მომსახურება
  • ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის მომზადება;
  • საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემის პროცესის მართვა;
  • დასახული გეგმების შესრულება
  • მიმდინარე პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი
  • ინდივიდუალური და ჯგუფის ყოველთვიური გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია 2 წლიანი გამოცდილება მიკრო სესხების ოფიცერის პოზიციაზე.
  • უმაღლესი განათლება
  • ფინანსური ანალიზის უნარი
  • რუსული ან/და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პოზიტიური
  • ინფორმაციის/პრეზენტაციის გამართულად გადმოცემის უნარი;
  • გაყიდვების პროცესზე შეყვარებული ადამიანი
  • ენერგიული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 13 მარტი