“კასატრეიდი” აცხადებს ვაკანსიას GPS მიმართულების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე“კასატრეიდი” არის ლიდერი GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემებში. ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი სისტემებით ყოველდღიურად სარგებლობს ასი ათასზე მეტი ადამიანი. “კასატრეიდი” საუკეთესო ადგილია, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად. თუ თქვენ უკვე ხართ პროფესიონალი, მაშინ მოგეცემათ უნიკალური შანსი მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია. ძირითადი მოვალეობები: - კლიენტებთან კომუნიკაცია და სამონტაჟო პროცესის ორგანიზება ;
- დღის სამონტაჟო გეგმის განაწილება ჯგუფებს შორის;
- დღის განმავლობაში სამონტაჟო გეგმის შესრულების მონიტორინგი;
- დასრულებული ობიექტების მონიტორინგი;
- უსაფრთხოების წესების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- განათლება უმაღლესი - სასურველია ტექნიკური ელექტროხელსაწყოების მართვის ცოდნა;
- მცირე ჯგუფის მართვის გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება- (ავტომობილის მართვის მოწმობის ქონა Bკატეგორია);
- Microsoft Office-ის პროდუქტების ცოდნა ( Outlook, Excell, Word)
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და ვცდილობთ შევუქმნათ მათ მდგრადი და სტაბილური მომავალი, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით;
- თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას;
- საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@casatrade.ge P.S გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ „subject”-ში “ GPS მიმართულების ტექნიკური მენეჯერი