შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას, უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც, როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე უსაფრთხოების დეპარტამენტში
არსებითი პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
- სამუშაოს გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ
- კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
- დაცვის სამსახურის სათვალთვალო მოწყობილობების მონიტორინგი IVMS და MULTIVIEW პროგრამებით;
- სათვალთვალო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, კონკრეტული ობიექტის უსაფრთხოების სამსახურის დაუყოვნებლივ ინფორმირება;
- ვიდეო-მონიტორინგისათვის საჭირო IVMS და MULTIVIEW პროგრამების ცოდნა;
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უსაფრთხოების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მკაფიო გამართული მეტყველების უნარი;
- ვიდეო-მონიტორინგისათვის საჭირო IVMS და MULTIVIEW, ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
კანდიდატი არსებითად მნიშვნელოვანია იყოს:
- პუნქტუალური, დისციპლინირებული
- გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე და ატვირთეთ თქვენი რეზუმე. კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკვშირდებათ.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 12 მარტი. შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას. განაცხადის ბმული: https://wkf.ms/3WYGlE9
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე work@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.