1C ოპერატორი
თარიღები: 14 თებ - 14 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@pepsi.ge
სს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად, არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group - ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power - ის “  და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

სს. "იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია"  აცხადებს ვაკანსიას, 1 C ოპერატორის  პოზიციაზე 
( დისტრიბუციის სფეროში) .

სამუშაო ადგილი : თბილისი, ორხევი, ჩანტლაძის ქ.11. 

ძირითადი მოვალეობები:
  • ექსპედიტორების მიერ დაბრუნებული პროდუქციის 1C  პროგრამაში გატარება;
  • 1C პროგრამაში დოკუმენტებთან მუშაობა;
  • ორდერების დახარისხება/მიწოდება;
  • გასაუქმებელი ზედნადებების შესახებ ინფორმაციის შესაბამის დეპარტამენტთან მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავსი მიმართულებით მინიმუმ, 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • 1 C პროგრამის ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სხარტი აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
  • კორპორატიული SIM ბარათი;

დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე, შემდეგ 
ელ. მისამართზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება " 1  C ოპერატორი “ უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). 
დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 14 მარტი, 2025 წელი.

კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“  თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.