,,ზერონ ელექტრიკსი’’ მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციასა და მომსახურებას სთავაზობს.
,,ზერონ ელექტრიკსი’’ წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი „ზერონის“ მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge
შპს ,,ზერონ ელექტრიქსი” აცხადებს ვაკანსიას ფლამბინგის ინჟინერის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
- ჰიდრავლიკური გათვლების ჩატარება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებისთვის.
- წყლის ხარჯის ანგარიში;
- გარე ქსელების მოწყობა / ანგარიში – გარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დაპროექტება და მონიტორინგი.
- აქსონომეტრიული და პრინციპიალური სქემების აწყობა – საინჟინრო სისტემების ვიზუალიზაცია და სქემატური ნახაზების მომზადება.
- BOQ ამოღება – სამუშაოების მოცულობისა და მასალების ხარჯთაღრიცხვა.
- საინჟინრო სისტემების ვიზუალიზაცია და სქემატური ნახაზების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება სამშენებლო -საიჟინრო კუთხით;
- კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (MS office+ Reviti/AutoCAD).
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00 – 18:00 საათი);
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 14 მარტის ჩათვით.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ზერონ ელექტრიკსმა " დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ზერონ ელექტრიკსის’’ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!