გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი ჯი თი სი რენთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში. 
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.  
 
პოზიცია:  გაყიდვების მენეჯერი 
სამუშაო ადგილი:  ქ. ბათუმი, ნონეშვილის # 63გ 
  
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პოტენციური მომხმარებლის მოძიება, ბაზრის მოკვლევა ინდუსტრიის ტენდენციების გათვალისწინებით; 
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; 
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენთიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის და საინჟინრო გადაწყევტილების შეთავაზება;  
  • რეგულარული  შეხვედრების ჩატარება მომხმარებელთან ახალი პროდუქტების შეთავაზების მიზნით, მათი კმაყოფილების შეფასება; 
  • სამშენებლო ინდუსტრიის სტანდარტების ცოდნა, განახლებულ რეგულაციებსა და ტექნოლოგიებზე თვალის დევნება; 
  • გაყიდვების შედეგების გაანალიზება, ყოველთვიური გეგმის შესასრულებლად გაყიდვების ხელმძღვანელთან ერთად კოორდინირებული მუშაობა; 
  • ყოველთვიური გეგმის შესრულება; 
  • ყოველდღიური რეპორტი ხელმძღვანელობასთან; 
  • კომპანიაში არსებული საიჯარო და გასაყიდი პროდუქტის ზედმიწევნით შესწავლა; 
  • ძველი, მიმდინარე და ახალი სამშენებლო ობიექტების აღრიცხვა, ინფორმაციის მოძიება და შემდგომი პოტენციურ მომხმარებელეთან ვიზიტის დაგეგმარება; 
  • საკუთარი პორთფელის შექმნა, პორთფელში არსებულ კლიენტებთან პროდუქციის გაყიდვა/გაქირავება, შემდგომი სამშენებლო ობიექტის მონიტორინგი და მუდმივი კომუნიკაცია კლიენტთან; 
  • მომხმარებელთა განწყობის შესწავლა და ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;  
  • საწყობთან კომუნიკაციით გაყიდული პროდუქტის ობიექტზე მიტანის ან გაგზავნის უზრუნველყოფა;  
  • კონკურენტი კომპანიების პროდუქციის და ფასების შესწავლა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინიტრირების ან სხვა მსგავსი მიმართულებით;  
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;  
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი; 
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული, მიზანდასახული; 
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებული;


დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:  hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.