ტურისტული გიდი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Princess Traveling
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: გიდი სასტუმრო/რესტორანი/კვება: სერვისის მენეჯერი
Princess Traveling აცხადებს ვაკანსიას ტურისტული გიდის პოზიციაზე

პრემიუმ კლასის ტურისტული სააგენტო ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ კადრს, რომელსაც უყვარს თავისი ქალაქი და სურს მისი ისტორიის, კულტურისა და გასტრონომიის გაცნობა სტუმრებისთვის.

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად)
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
  • კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
  • ტურისტულ სფეროში გამოცდილება სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი

რას გთავაზობთ?
  • ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსები + ჩაი
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი
  • დინამიური და საინტერესო სამუშაო გარემო
  • შერჩეულ კანდიდატებს ადგილზე შევასწავლით საქმიანობას და ვაქცევთ ნამდვილ პროფესიონალებად

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ფინალური ეტაპი მოიცავს ორკვირიან სტაჟირებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: (თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია) princess.travel.tours1@gmail.com