სტაჟირება/აირმჭრელი

კასპი სრული განაკვეთი ჰანიველ ცემენტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: ქვა/ბეტონი
ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი  კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰანიველ ცემენტი  ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.  
 
ჰანიველ ცემენტი აცხადებს სტაჟირებას კასპის ცემენტის ქარხანაში აირმჭრელის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00 საათი  
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • დაზიანებული კვანძებისა და აგრეგატების აირჭრით სამუშაოების უზრუნველყოფა, უსაფრთხოების წესების დაცვის გათვალისწინებით; 
  • პასუხისმგებელია ინვენტარის მოვლაზე; 
  • ვალდებულია გაუფრთხილდეს და საჭიროებისამებრ გამოიყენოს რემონტისთვის საჭირო მასალები (ბუნებრივი აირი, ჟანგბადი და სხვა მასალა); 
  • გააცხელოს ან გაჭრას აირმჭრელით სხვადასხვა სისქის, გეომეტრიის ფოლადის დეტალები; 
  • სამუშაოს დაწყებამდე სწორად შეარჩიოს და გამოიყენოს აირმჭრელის საქშენი ცხვირები, დეტალის სისქის მიხედვით; 
  • კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა; 

სასურველია გქონდეთ: 
 
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით; 
  • აირმჭრელის გამოყენების უნარი; 
  • სამუშაო ხელსაწყოების გამოყენება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • გუნდური მუშაობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • კომპანია უზრუნველყოფს უფასო კვებას; 
  • ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო  პირობებით; 
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა).   
 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება -  სტაჟირება - აირმჭრელი (კასპი) 
 
 
გისურვებთ წარმატებას! 
   
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.  
  
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.  
  
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.   
  
ჰანიველ ცემენტი  კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.