AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1400-1700 ლარი, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.
ძირითადი მოვალეობები
- დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მართვა და მოტივირება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ბონუსების დაანგარიშება;
- ბაზრის ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
- არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
- ვებ-გვერდზე არსებული განცხადებების მოდერაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების სფეროში;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office პროგრამების კარგად ცოდნა.
უნარები და პიროვნული თვისებები
- მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდის მართვის უნარი;
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://autopapa.ge/ge/page/about
https://m.facebook.com/autopapa.ge/
მოგვწერეთ: hr@autopapa.com
დაგვიკავშირდით: +995 595697707 ქრისტინე.
AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!