კომპანია „არტ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე სამხატვრო სტუდიაში.
თუ გსურთ კომფორტული და მეგობრული გარემოს ნაწილი გახდეთ, სასიამოვნოდ გაატაროთ თქვენი სამუშაო დრო და თქვენი შრომაც დაფასებული იყოს, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ვ. ბოჭორიშვილის 35ა (საბურთალო)
სამუშაო გრაფიკი - 8 საათიანი სამუშაო დღე (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები - შეთანხმებით
ფუნქცია - მოვალეობები:
- ყოველდღიურად (დილით და საღამოს) სტუდიის დალაგება-დასუფთავება დადგენილი განრიგის შესაბამისად, მათ შორის დისპენსერების შევსება, საპნის, ხელსახოცის, ხელის სადეზინფექციო ხსნარის უზრუნველყოფა;
- ყოველდღიურად საპირფარეშოსა და სამზარეულოს მოწესრიგება, მათ შორის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა (დილით და საღამოს);
- ყოველდღიურად იატაკის მოწმენდა, მაგიდების გადაწმენდა სადეზინფექციო ხსნარითა და სამუშაო ოთახების განიავება (დილით და საღამოს);
- კვირაში ერთხელ იატაკის მტვერსასრუტით დასუფთავება;
- კვირაში ერთხელ მინების გაწმენდა.
მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ , მოგვწერეთ აღნიშნულ მეილზე jobs@paintyourlife.com და მიუთითეთ მეილის სათაურში - „დიასახლისი“
წინასწარ გიხდით მადლობას დაინტერესებისთვის!
გისურვებთ წარმატებას!