სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას დღის ოპერატორის, კომერციული ქსელის მართვის დეპარეტამენტის / სატელეფონო მომსახურების განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- კომპანიაში შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე სწრაფი, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლებისათვის ბანკთან ურთიერთობის გაადვილება და დახმარების გაწევა, პრობლემის მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოფხვრა;
- ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტების დაინტერესება და ინფორმირება ბანკის პროდუქტების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში;
- სასურველია მომსახურეობის სტანდარტების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითველბა უპირატესად;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel).
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
- კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების დროულად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ ;
- პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@cartubank.ge;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით დოკუმენტაციას, განაცხადები არ იქნება განხილული.
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 მარტი.
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.