ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის.
ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას მთავარი შემსყიდველის პოზიციაზე .
ლოკაცია: თბილისი, ყაზბეგის 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი მოვალეობები:
- ცემენტისა და ბეტონის ქარხნების მომარაგება SAP სისტემაში ჩასმული მოთხოვნების საფუძველზე და შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;
- კომპანიაში დაგეგმილი/მიმდინარე ზამთრის რემონტების პროცესისთვის საჭირო შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელების უზრუნველყოფა და შესრულების მონიტორინგი;
- მოთხოვნილი შესასყიდი მასალების და/ან მომსახურების ზუსტი ტექნიკური აღწერილობის ან ტექ.დავალების შესაბამის დეპარტამენტთან შეთანხმება და კონტროლი;
- ბაზრის ანალიზი საუკეთესო პირობების და ფასების დადგენის მიზნით;
- შესყიდვების პროცესის მთლიანი ციკლის დაცვა და კონტროლი დადგენილი პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად;
- კომპანიის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებულ საქონელზე/მომსახურებაზე მომწოდებლის მოძიება, როგორც საქართველოს შიდა ბაზარზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- SAP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა;
- სხარტი აზროვნება;
- გუნდურობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
არსებული ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის კერძო დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- სატელეფონო ლიმიტი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@cement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით)
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მთავარი შემსყიდველი
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.