სამეურნეო მომარაგების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯი თი სი რენთ
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო მომარაგების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
პოზიცია: სამეურნეო მომარაგების მენეჯერი
ხელფასი: 2000 ფიქსი
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ულიმიტო სასაუბრო დრო

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომარაგების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა;
  • მომარაგების პროცესის დოკუმენტაციის დროული, სწორი წარმოება და კონტროლი;
  • შესყიდვების სამსახურთან მჭიდრო კავშირი;
  • შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ დაკისრებული შესასრულებელი სამუშაოების აღსრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.