არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტი
თარიღები: 12 თებ - 12 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  ვენტილაცია/გათბობა/კონდიცირება (HVAC) სამშენებლო, უძრავი ქონება:  არქიტექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: tsulukidze.innosystems@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 599118896

სს "ინოსისტემსი საპროექტო საკონსტრუქტორო ტექნოლოგიური ინსტიტუტი“ (საქმიანობა: სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტების კომპლექსური პროექტირება, მშენებლობა, გამართვა-გაშვება, არსებული ობიექტების მოდერნიზაცია) აცხადებს ვაკანსიას არქიტექტურისა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტის (ელექტრომომარაგება, სუსტი დენები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია)  პოზიციაზე. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ბაკალავრის განათლება (არქიტექტორის ან საინჟინრო (ნებისმიერი მიმართულება) ქსელების სპეციალისტის კვალიფიკაციით); 
  • სასურველია არქიტექტურულ და საინჟინრო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;  
  • სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Archicad, Autocad;  
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Revit, Lumion, Photoshop, Illustrator, SketchUp;  
  • სასურველია უცხო ენების (ინგლისური, ან რუსული) ფლობა. 
  • ჩვენი კომპანიის მიერ ხორციელდება დამწყები არქიტექტორების და საინჟინრო პროექტირების სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობა. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სამშენებლო პროექტების ნახაზების შექმნა. 
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება. 

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი და ორგანიზების კარგი უნარი; 
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; 
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ძლიერი პირადი მოტივაცია და წარმატების სურვილი. 

ხელფასი შეთანხმებით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდის პერსპექტივით. 
სამუშაო გრაფიკი: 18:00-24:00

თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tsulukidze.innosystems@gmail.com
ტელეფონი: +995 599118896

გთხოვთ, იხილოთ ჩვენი საიტი (www.innosystems.ge), რომ წარმოდგენა შეგექმნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე.