ბუღალტერი

რუსთავი სრული განაკვეთი პალატი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე რუსთავში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ფინანსების ან ეკონიმიკის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel);
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2  წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
  • რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია  „FINA”;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • ხელფასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოწმება და თავმოყრა ერთიან ფაილში; 
  • წარმოების და ადმინისტრაციის ხელფასის დაანგარიშება;
  • დარიცხული ხელფასის პროგრამაში გადატანა;
  • დაზღვევის ,საპენსიო და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის კონტროლი;
  • ყოველკვირეული ფინანსური ანგარიშის ფაილის შედგენა;
  • სხვადასხვა ფინანსური უწყისების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • დებიტორ -კრედიტორების კონტროლი;
  • ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • იმპორტის და ექსპორტის რეესტრის კონტროლი;
  • წლიურ და ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შერულება.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები; 
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 – 18:00)
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ბუღალტერი .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.