შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე რუსთავში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების ან ეკონიმიკის მიმართულებით, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- რომელიმე საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია „FINA”;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
- ხელფასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემოწმება და თავმოყრა ერთიან ფაილში;
- წარმოების და ადმინისტრაციის ხელფასის დაანგარიშება;
- დარიცხული ხელფასის პროგრამაში გადატანა;
- დაზღვევის ,საპენსიო და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვის კონტროლი;
- ყოველკვირეული ფინანსური ანგარიშის ფაილის შედგენა;
- სხვადასხვა ფინანსური უწყისების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- დებიტორ -კრედიტორების კონტროლი;
- ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- იმპორტის და ექსპორტის რეესტრის კონტროლი;
- წლიურ და ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შერულება.
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.
სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 – 18:00)
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4.
თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე:
HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ბუღალტერი .
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.