მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სასტუმრო "შერატონ ბათუმში“ გახსნილია ვაკანსია სამზარეულოს საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, დათვლა, აღრიცხვა;
- პროდუქციის დასაწყობება;
- საწყობში შეკვეთების მომზადება;
- პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პასუხისმგებლობა;
- ორგანიზებულობა;
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com ან მოხვიდეთ სასტუმროში (ბათუმი. შ. რუსთაველის 28) და ადგილზე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!