სამზარეულოს დასუფთავების გუნდის სუპერვაიზერი

ბათუმი სრული განაკვეთი სასტუმრო შერატონ ბათუმი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას Steward Supervisor/ სამზარეულოს დასუფთავების გუნდის სუპერვაიზერი

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გახსნილია ვაკანსია სამზარეულოს დასუფთავების გუნდის სუპერვაიზერი პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • სასტუმროს სამზარეულოს დასუფთავების გუნდის მართვა;
  • სასტუმროს რესტორნის სივრცეებისა და სამზარეულოს სისუფთავის მონიტორინგი და კონტროლი;
  • სამზარეულოს ინვენტარის აღწერა, სისუფთავის მონიტორინგი;
  • შეფ მზარეულისგან მითითებული დავალების შესრულება;

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • შრომისმოყვარეობა და საქმისადმი ინტერესი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე დაკვირვებისა და კონცენტრირების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში,  გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com ან მოხვიდეთ სასტუმროში (ბათუმი. შ. რუსთაველის 28) და ადგილზე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა. 

აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!