მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სასტუმრო შერატონ ბათუმში გახსნილია ვაკანსია მცხობელის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;
- პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად);
ძირითადი მოვალეობები:
- პურ-ფუნთუშეულის/კრუასანების ცხობა;
- სურსათის უვნებლობის პარამეტრების მკაცრი დაცვა და კონტროლი;
- ტექნიკის მოვლა, მათი გაუმართაობის შემთხვევაში მენეჯერის ან მისი ასისტენტის ინფორმირება;
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი;
- შრომისმოყვარე
- ენერგიული და დისციპლინირებული;
- სასურველია ცხობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა.
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com ან მოხვიდეთ სასტუმროში (ბათუმი. შ. რუსთაველის 28) და ადგილზე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!