სერვისის უფროსი მექანიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
კომპანიის შესახებ:
შპს „აგრო მოტორსი“ არის მსოფლიო პრემიუმ ბრენდის John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია დაარსდა 2013 წელს და ამ წლების განმავლობაში შეძლო დაეკავებინა წამყვანი პოზიცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე და წინსვლაზე.
კომპანია, 2022 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმომადგენლობა აქვს აზერბაიჯანში. კომპანიის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

შპს „აგრო მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის უფროსი მექანიკოსის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სერვის მენეჯერის მითითებით, დაზიანებულ ტექნიკასთან დროულად გამოცხადება;
  • ტექნიკის დეფექტაცია; 
  • სერვის მენეჯერისთვის დეფექტაციის საფუძველზე აღმოჩენილი მექანიკური პრობლემების დაფიქსირება და სერვის მენეჯერის შეთანხმებით დროულად აღმოფხვრა, კომპეტენციის ფარგლებში; 
  • რეგლამენტის მიხედვით სერვისის ჩატარება (ძრავში და ხიდებში ზეთის და ფილტრების შეცვლა); 
  • მიღებული ახალი ტექნიკის ჩამოცლა, აწყობა, დეფექტაცია და გამართვა (დეფექტაციის შემთხვევაში, არსებული პრობლემის დროულად მიწოდება სერვის მენეჯერისათვის);
  • მიბარებული სამუშაო ინსტრუმენტების მოვლა, აღრიცხვა და დაზიანების შემთხვევაში სერვის მენეჯერთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ტექნიკური განათლება, თუმცა არ არის სავალდებულო
  • აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა - B1-B2 დონე
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პრობლემის გადაჭრა 
  • კომუნიკაცია
  • დროის მენეჯმენტი
  • მოქნილობა
  • გუნდურობა

კომპანია გთავაზობთ: 
  • ტრენინგები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
  • მეგობრულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა
  • თიმ ბილდინგები და კორპორატიული აქტივობები
  • კონკურენტული ანაზრაურება

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, 1 საათიანი შესვენება
ანაზღაურება: 1500 ლარიდან ზემოთ, დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე
ადგილმდებარეობა: კახეთის გზატკეცილი #162

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam@agromotors.ge 
რეზიუმეს გამოგზავნისას, აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება