დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას, კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე.
დაქირავებული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს შპს " გლოვოაფფ ჯორჯიას" პროექტის ფარგლებში.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- კომპანია "გლოვოს" აპლიკაციაში მენიუების რედაქტირება/კორექტირება, რაც მოიცავს პროდუქციის სახელების, ფასებისა და ფოტოების ატვირთვას;
- გადმოგზავნილი ფაილების მონიტორინგი;
- ახლად დამატებული პარტნიორების ობიექტების, მისამართებისა და მენიუების შედგენა და დამატება კომპანია გლოვოს მთავარ სისტემაში;
- პარტნიორი კომპანიებისთვის შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება;
- მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
კრიტერიუმები რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა.
- ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სხვადასხვა საკითხებზე ერთდროულად კონცენტრაციის უნარი.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: project11@hr.ge