უფროსი Java დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ქარდი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი Java დეველოპერის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • მონაწილეობა პროდუქტის შექმნის სრულ ციკლში, როგორიც არის დიზაინის შემუშავება, კოდინგი, ხარვეზების აღმოფხვრა, დოკუმენტირება;
  • მრავალჯერადად გამოყენებადი პროგრამული კომპონენტებს და ბიბლიოთეკის შექმნა;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესში ჩართულობა;
  • გუნდთან ერთად ბიზნეს ამოცანების ანალიზი და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება.


ცოდნა და უნარები:

  • მინიმუმ ორწლიანი თანამედროვე პროგრამირების ენაზე გამოყენებით კომპლექსური პროგრამული კომპონენტების შექმნის გამოცდილება;
  • Spring-ის ტექნოლოგიის გამოყენებით პროგრამული კომპონენტების შექმნისა და განვითარების გამოცდილება;
  • მონაცემთა სტრუქტურების/ ალგორითმების საფუძვლების ცოდნა;
  • SQL და ORM ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა (JPA2, Hibernate);
  • MVC, JDBC, gRPC და RESTful კონცეფციების ღრმა ცოდნა;
  • პრაქტიკული გამოცდილება Java- ს მიკროსერვისულ არქიტექტურასთან, Spring-Boot- ის გამოყენებით;
  • SVN, Git პროგრამული კოდის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა
  • მრავალ მოდულიანი სისტემის არქიტექტურის შემუშავების გამოცდილება, თანამედროვე პრინციპების/მიდგომების გამოყენებით.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge 

გთხოვთ, სათაურის (`Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.


გისურვებთ წარმატებას!