სერვისის მხარდაჭერის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ქარდი
მივლინება: არა ხელფასი: 1250
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანის, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. ჯორჯიან ქარდი უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს სერვისის მხარდაჭერის ოფიცრის პოზიციაზე. 
სამუშაო ლოკაცია - თბილისი, ბელიაშვილის 106.

ფუნქცია/მოვალეობა:
  • სავაჭრო აგენტის მომართვიანობისას სატელეფონო მომსახურება კომპანიის დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • სავაჭრო აგენტის POS ტერმინალის სარგებლობის მხარდაჭერის კოორდინაცია;
  • ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა ტელეფონით ან საჭიროებისას შესაბამისი სამსახურების ჩართვა POS ტერმინალის გამართულობის უზრუნველსაყოფად;
  • სავაჭრო აგენტის ტრენინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცონდა - სასურველია;
  • POS ტერმინალთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება - სასურველია;

პიროვნული უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • აქტიურ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურობა;
  • ორგანიზებულობა

სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები 10:00 – 19:00 დასვენების დღე - ერთი დღე კვირის დღეებში და ერთი დღე - შაბათი ან კვირა მონაცვლეობით;
ანაზღაურება - დარიცხული 1250 ლარი, ზეგანაკვეთურის შემთხვევაში შესაბამისი ანაზღაურება
Fitpass ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა;
უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
წელიწადში 5 ანაზღაურებადი დეიოფის გამოყენების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი შვებულების გარდა);
მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@gc.ge გთხოვთ, subject -ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.