კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ აცხადებს ვაკანსიას - საწყობისა და დისტრიბუციის უფროსის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა / პროდუქციის მიღება, გაცემა, შენახვის პროცედურის კონტროლი / სასაწყობე მარაგების კონტროლი;
- საწყობში შემოსული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
- სამუშაო პროცესის მართვა Haccp-ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე სამუშაოს განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ სამუშაო სტანდარტების დაცვისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
- საქონლის შეკვეთების მიღებისა და დროულად გაცემის მონიტორინგი;
- პროდუქციის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის ნორმების კონტროლი;
- საწყობში არსებულ პროდუქციაზე მონაცემთა ბაზის წარმოება და რეპორტინგი;
- საწყობის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- რეპორტების დროული მომზადება და დანიშნულებისამებრ დაგზავნა.
- ყოველთვიური, მთლიანი ან ნაწილობრივი აღწერების წარმოება/კონტროლი
- არსებული საწყობის საქმიანობის წარმართვა და პროცესების კონტროლი
- ყოველდღიური ზედნადებების კონტროლი
- სადისტრიბუციო ქსელის დაგეგმვა, მარშრუტების ოპტიმიზაცია და კონტროლი
- GPS მონიტორინგი
- ავტოპარკის სისუფთავის კონტროლი
- ავტომობილების დოკუმენტაციის კონტროლი (პარკინგი, დაზღვევა, საპატრულო ჯარიმები, პერიოდული ტექ. დათვალიერება)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის ან პოზიციისთვის შესაბამისი განხრით
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია რომელიმე საცალო კომპანიაში
- საოფისე პროგრამები (უამღლესი დონე);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდური მუშაობა,
- დროის მართვის უნარი, პროფესიულ განვითარებაზე მუდნივი ზრუნვის უნარი, ლიდერობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ hr@lucapolare.com-ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !