საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ვიტა სანა
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
კომპანია შპს “ვიტა სანა” აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
  • მაგისტრის დიპლომი ფარმაციის მიმართულებით; 
  • აუცილებელია GDP სერტიფიკატის ფლობა;
  • არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ფარმაცევტული კანონების ცოდნა;
  • მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ნორმების (საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დირექტივები და რეგლამენტები) ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა და მიღებული მედიკამენტების შეყვანის კონტროლი;
  • მედიკამენტების შენახვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით;
  • კვარტალური მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
  • შეგროვებული შეკვეთის კონტროლი და პროდუქციის გაცემის ნებართვა;
  • საინვენტარიზაციო კომისიაში მონაწილეობა და პროდუქციის მიღების დროს, დანაკლისის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის გაფორმება;
  • სასაწყობე ტერიტორიის დასუფთავებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის მონიტორინგი.

დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
შაბათ-კვირას დასვენება.
მისამართი: თბილისი, სოფელი ლილო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@heal.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!