კომპანია შპს “ვიტა სანა” აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
- მაგისტრის დიპლომი ფარმაციის მიმართულებით;
- აუცილებელია GDP სერტიფიკატის ფლობა;
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ფარმაცევტული კანონების ცოდნა;
- მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტების, სხვა ნორმების (საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დირექტივები და რეგლამენტები) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა და მიღებული მედიკამენტების შეყვანის კონტროლი;
- მედიკამენტების შენახვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით;
- კვარტალური მარაგებისა და ნაშთების კონტროლი;
- შეგროვებული შეკვეთის კონტროლი და პროდუქციის გაცემის ნებართვა;
- საინვენტარიზაციო კომისიაში მონაწილეობა და პროდუქციის მიღების დროს, დანაკლისის შემთხვევაში შესაბამისი ოქმის გაფორმება;
- სასაწყობე ტერიტორიის დასუფთავებისა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
შაბათ-კვირას დასვენება.
მისამართი: თბილისი, სოფელი ლილო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@heal.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!