,,ამბასადორი თრეველი’’ არის ამბასადორი ჯგუფის წევრი ტურისტული კომპანია, რომელიც აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე
მოთხოვნები:
- სავალდებულოა ინგლისურისა და რუსული ენების კარგად ცოდნა;
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ტურიზმის სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ინდივიდუალური და ჯგუფური ტურების შეთავაზება სასტუმროს სტუმრებისთვის;
- ტურის აწყობა და დაჯავშნა ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად.
პიროვნული მახასიათებლები:
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
კანდიდატს, რომელსაც აქვს ინტერესი განვითარდეს მოცემული მიმართულებით, კომპანია სთავაზობს:
- სამუშაო ადგილი - სასტუმრო ამბასდორი;
- სამუშაო განაკვეთი - სრული;
- ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი
- კვება დღეში ერთხელ;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, ფოტოსურათთან ერთად, ელ.ფოსტაზე: info@ambassadori.travel