ღია კონკურსი - საფინანსო და მატერიალურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბუღალტერი

მივლინება: არა ხელფასი: 990
განათლება: დოქტორი
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად: საფინანსო და მატერიალურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის სამსახურის  ბუღალტერი

ადგილების რაოდენობა - 1.
თანამდებობრივი სარგო -   990   ლარი.
სამუშაოს ტიპი - არასრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.

ფუნქციები:
  • ორგანიზაციის სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციების შესრულებას და გატარებას საბუღალტრო პროგრამაში;
  • შემოსული ბრძანებების მიხედვით მივლინებების წინასწარი გადახდებისა და დამოწმების დოკუმენტების დამუშავებას;
  • საავადმყოფო ფურცელზე და დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომლების საავადმყოფო ფურცლის გაანგარიშებას და რეაგირებას;
  • ძირითადი საშუალებების და მცირეფასიანი ინვენტარის აღრიცხვას, ცვეთის დარიცხვას და გატარებას შესაბამის საბალანსო ანგარიშებზე;
  • ბუღალტრულ ჩანაწერებს და გატარებებს საბუღალტრო პროგრამის მოდულში;
  • წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ყოველკვარტალურ და ყოველწლიურ ანგარიშების მომზადებას და წარდგენას კანონმდებლობის შესაბამისად;
  • სახაზინო და საბანკო ოპერაციების განხორციელებას;
  • მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში;
  • აწარმოებს ინსტიტუტის ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვას;
  • საჭიროების შემთხვევაში ცვლის სამსახურის უფროსს - მთავარ ბუღალტერს.
  • ტაბელის წარმოება

კანონმდებლობის ცოდნა:
  • „საქართველოს შრომის კოდექსის” ზოგადი ცოდნა;
  • „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;

ენების ცოდნა:
  • ქართული ენის კარგად ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა

კომპიუტერის ცოდნა:
  • Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი - დამაკმაყოფილებლად ცოდნა.

კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, 
  • გამართულად წერისა და მეტყველების უნარი, 
  • გუნდურად მუშაობის უნარი, 
  • შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა, 
  • კომუნიკაბელურობა, 
  • პროდუქტიულობა.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განცხადება არსებული ფორმის შესაბამისად;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • ორი რეკომენდატორის: სახელი, გვარი: სამუშაო ადგილი; თანამდებობა; ტელეფონის ნომერი; ელ.ფოსტის მისამართი. არსებობის შემთხვევაში 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
  • განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

შენიშვნა:
  • აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან არაჯეროვანი სახით წარმოდგენა გამოიწვევს კონკურსანტის მოხსნას კონკურსიდან.
  • განცხადება უნდა იყოს ხელმოწერილი, დათარიღებული და შემდეგ დასკანერებული სახით წარმოდგენილი.
  • დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა).

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ლექტრონულად   ელ ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge  2025  წლის 17 თებერვალს 10 საათიდან 18 საათამდე
კონკურსი გაიმართება   2025 წლის 21 თებერვალს 

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი:
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995599959913

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
I ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, რაც გულისხმობს კონკურსანტის მონაცემების შესაბამისობის დადგენას ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
II ეტაპი - შერჩეული განაცხადების საფუძველზე მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტის გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
შერჩევის მეორე ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კონკურსანტები, რომელთა მონაცემებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
გასაუბრებაზე კონკურსანტის დროულად არგამოცხადების შემთხვევაში, იგი მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კონკურსანტს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, მის მიერ განაცხადში მითითებული ელექტრონული ფოსტის   მისამართზე.
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა