ადმინისტრაციული ასისტენტი
თარიღები: 11 თებ - 24 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@swisscapital.ge

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე;


ძირითადი მოვალეობები:

  • შეხვედრების ორგანიზება და დაგეგმვა, მონაწილეების ინფორმირება და პროტოკოლის მომზადება;
  • ბილეთების, სასტუმროებისა და საკონფერენციო დარბაზების დაჯავშნა;
  • კორესპონდენციის ორგანიზება და არქივაცია;
  • დოკუმენტაციის წარმოება, წერილების და ცნობების აღრიცხვა;
  • ბრძანებების მომზადება;
  • ტექნიკური პერსონალის მართვა;
  • კომპანიის ავტომობილებისთვის საწვავის ფორმების შევსება;
  • კორპორატიული მობილური ნომრებისა და საშვების აღრიცხვა და მართვა (ახალი თანამშრომლებისთვის ნომრების/საშვების გაცემა, წასული თანამშრომლებისთვის გაუქმება და საჭიროებების შესაბამისად ცვლილებების განხორციელება).
  • ოფისისთვის საჭირო ნივთების შესყიდვის მოთხოვნის მომზადება და თანამშრომლებისთვის სავიზიტო ბარათებისა და ბეიჯების შეკვეთა.
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;


მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირება;


სამუშაო პირობები:

  • სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 24.02.2025-ისა. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Administrative Assistant".