შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მესაწყობის პოზიციაზე;
- უპირატესად ჩაითვლება მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ნაწილების ცნობა;
- მართვის მოწმობა (B) კატეგორია.
პიროვნული თვისებები:
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
- ენერგიულობა და აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული საქონლის კონტროლი/აღრიცხვა;
- საქონლის ეფექტური დასაწყობება;
- საქონლის მიღება-გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
- საწყობთან დაკავშირებული პროდუქციის ტრანსპორტირება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართებზე: zantelidze@elitemotors.ge , vkasradze@elitemotors.ge .
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!