საწყობის თანამშრომელი
თარიღები: 11 თებ - 12 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობის თანამშრომელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: zantelidze@elitemotors.ge
შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. 

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მესაწყობის პოზიციაზე;
  • უპირატესად ჩაითვლება მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ნაწილების ცნობა;
  • მართვის მოწმობა (B) კატეგორია.

პიროვნული თვისებები: 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი; 
  • ენერგიულობა და აქტიურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • საწყობში მიღებული საქონლის კონტროლი/აღრიცხვა; 
  • საქონლის ეფექტური დასაწყობება; 
  • საქონლის მიღება-გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საწყობთან დაკავშირებული პროდუქციის ტრანსპორტირება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართებზე: zantelidze@elitemotors.ge , vkasradze@elitemotors.ge .
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!