საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ფლობა, (MS Excel, Word).
პირობები:
- ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად.
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- FitPass
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი
- სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.
პიროვნული თვისებები:
- გუნდურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
მოვალეობები:
- ბაზრისა და კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
- ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების გეგმის შედგენა და განხორციელება;
- პროდუქციის შესყიდვის, ლოგისტიკისა და დასაწყობების პროცესის ორგანიზება და კონტროლი
- პროდუქციის ნაშთების კონტროლი
- გაყიდვების სტიმულირების მიზნით აქციების დაგეგმვა და ორგანიზება;
- სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა სარეკლამო კამპანიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.
- კატეგორიის ძირითადი აქტივობების გეგმის განსაზღვრა და აღსრულება კვარტალურად;
- კატეგორიის ჭრილში ბიუჯეტირება
- კატეგორიის პლანოგრამების, დანერგვა მერჩენდაიზინგისთვის
- ასორტიმენტის მართვა და მისი ოპტიმიზაცია;
- კატეგორიის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდა;
- ბაზარზე ფასების მუდმივი ანალიზი, მონიტორინგი და სიახლეების გამოვლენა/დანერგვა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ კატეგორიის მენეჯერი“.
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
- შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."