ჩამოსასხმელი საამქროს მენეჯერი

თელავი სრული განაკვეთი ვაინმენ
მივლინება: არა ხელფასი: 1300 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა, ხარისხის კონტროლი, ღვინის ტექნოლოგი

შპს ვაინმენ, ღვინის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ჩამოსასხმელი საამქროს მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე


ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1300 ლარი (ხელზე). გამოსაცდელი ვადის წარმატებით დაძლევის შემდგომ მზარდი ხელფასი. ასევე კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისით.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჩამოსასხმელი საამქროს მუშების მართვა.
  • ჩამოსასხმელი საამქროს საწყობის მართვა.
  • ჩამოსასხმელად შეტანილი ეტიკეტების, საცობის, ჩაჩის, ყუთის შემოწმება.
  • ჩამოსასხმელი ღვინის ლოტის და თარიღის შემოწმება.
  • ჩამოსხმული ღვინოების აღწერის წარმოება კომპიუტერში
  • აქციზური მარკების კონტროლი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • MS Windows და MS Office აპლიკაციების ცოდნა სავალდებულოა, განსაკუთრებით MS Excel -ის საშუალო დონეზე ცოდნა.
  • უცხოური ენების ცოდნა სავალდებულოა: რუსული - საწყისი დონე, ინგლისური - საწყისი დონე.


პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა


სააპლიკაციო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2025 წლის 12 მარტამდე,  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mikava@wineman.ge


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი აპლიკაცია არ განიხილება. დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.


გისურვებთ წარმატებებს!