შპს ვაინმენ, ღვინის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ჩამოსასხმელი საამქროს მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1300 ლარი (ხელზე). გამოსაცდელი ვადის წარმატებით დაძლევის შემდგომ მზარდი ხელფასი. ასევე კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისით.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შესვენება 13:00-14:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჩამოსასხმელი საამქროს მუშების მართვა.
- ჩამოსასხმელი საამქროს საწყობის მართვა.
- ჩამოსასხმელად შეტანილი ეტიკეტების, საცობის, ჩაჩის, ყუთის შემოწმება.
- ჩამოსასხმელი ღვინის ლოტის და თარიღის შემოწმება.
- ჩამოსხმული ღვინოების აღწერის წარმოება კომპიუტერში
- აქციზური მარკების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- MS Windows და MS Office აპლიკაციების ცოდნა სავალდებულოა, განსაკუთრებით MS Excel -ის საშუალო დონეზე ცოდნა.
- უცხოური ენების ცოდნა სავალდებულოა: რუსული - საწყისი დონე, ინგლისური - საწყისი დონე.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
სააპლიკაციო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2025 წლის 12 მარტამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mikava@wineman.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი აპლიკაცია არ განიხილება. დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!